ბერლინი 2026

Amber Georgia არის საერთაშორისო ღვინის გამოფენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აცოცხლებს ქართული ღვინის, კულტურისა და გასტრონომიის ისტორიას.  პროექტი, რომელმაც სტარტი 2025 წელს ნიუ-იორკში აიღო, აერთიანებს საქართველოს წამყვან მეღვინეებს, ღვინის პროფესიონალებს, რესტორნებს, მედიასა და ღვინის მოყვარულებს, ქმნის რა ახალ შესაძლებლობებს ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

Amber Georgia- მთავარი ღირებულება თავად მეღვინეები არიან. პროექტი მათ შესაძლებლობას აძლევს, პირადად შეხვდნენ სტუმრებსა და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ისაუბრონ ღვინის შექმნის პროცესზე, ტრადიციებსა და ფილოსოფიაზე. ეს პირდაპირი ურთიერთობა თითოეულ დეგუსტაციას უფრო ღრმა და შინაარსიან გამოცდილებად აქცევს, სადაც ქართული ღვინო მისი შემქმნელების ისტორიებთან ერთად ცოცხლდება.

Amber Georgia ქართველ ბუნებრივ მეღვინეებს მსოფლიოს საერთაშორისო აუდიტორიასთან აკავშირებს და ქართულ ღვინოს წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც პროდუქტს, არამედ როგორც ისტორიის, იდენტობისა და ქვეყნის ძლიერ კულტურულ გამოხატულებას.

Amber Georgia- ცენტრში ქარვისფერი ღვინოაქართული მეღვინეობის გამორჩეული სიმბოლო. ის მზადდება თეთრი ყურძნის კანთან ერთად დადუღებით ტრადიციულ ქვევრშიმიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელშიიმ მეთოდით, რომელიც საქართველოში უწყვეტად, 8 000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადაეცემა თაობიდან თაობას.

მეღვინეობის ამ უძველესმა ქართულმა მეთოდმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ევროპელ მეღვინეებზე, ეს არის პერიოდი, როდესაც ქარვისფერმა ღვინომრომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ხშირად „Orange Wine“-ის სახელით იცნობენევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მზარდი პოპულარობა მოიპოვა.

Amber Georgia წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ქარვისფერი ღვინის ავთენტურ სამშობლოს და სწორედ ამიტომ იყენებს სახელწოდებას ქარვისფერი ღვინო“ (Amber Wine)ტერმინს, რომელიც ამ ღვინის ნამდვილ კულტურულ და ისტორიულ წარმომავლობას ასახავს.

Amber Georgia ღვინის ღონისძიებაზე ბევრად მეტიაეს არის ოსტატობის, სტუმართმოყვარეობისა და ცოცხალი ტრადიციების დღესასწაული. ქართველი ბუნებრივი მეღვინეების ისტორიებისა და გამოცდილების მეშვეობით სტუმრები აღმოაჩენენ გამორჩეულ ქართულ ღვინოებს, ადგილობრივ ვაზის ჯიშებს, საქართველოს მეღვინეობის მრავალფეროვან რეგიონებსა და იმ კულტურულ ტრადიციებს, რომლებიც თაობების განმავლობაში აყალიბებდა ქართული ღვინის უნიკალურ იდენტობას.

Amber Georgia- სათავეში უდგანან ზურა მღვდლიაშვილი და იაგო ბიტარიშვილისაქართველოს ბუნებრივი ღვინის მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენლები და საქართველოს ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები. პროექტი ხორციელდება საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის ჩართულობაც ხელს უწყობს საქართველოს უნიკალური მეღვინეობის მემკვიდრეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და ქვეყნის, როგორც ღვინის სამშობლოს, საერთაშორისო პოპულარიზაციას.

Amber Georgia აერთიანებს წარსულსა და მომავალსპატივს სცემს მრავალათასწლოვან მეღვინეობის ტრადიციას და ამავდროულად ხელს უწყობს ქართული ღვინის მომავლის განვითარებას. პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიაქვს საქართველოს გემო, სული და ისტორია, აცნობს საერთაშორისო აუდიტორიას ქვეყნის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ღვინის აკვნის უნიკალურ მნიშვნელობას.

დამფუძნებლები

საერთაშორისო ღვინის გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის ოსტატობას, ტრადიციებს და ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ მეღვინეებს, სფეროს პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს.

ზურა მღვდლიაშვილი

ზურა მღვდლიაშვილინატურალური მეღვინე და საქართველოს ნატურალური ღვინის ასოციაციის მმართველი დამფუძნებელი

ზურა მღვდლიაშვილი „ნიკალას მარანის“ დამფუძნებელი და მეღვინეა. საოჯახო მარანი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. იგი ორგანული მეთოდებით მოვლილ ვენახებს ამუშავებს და ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისგან, ტრადიციული ქართული ქვევრის მეთოდით, ბუნებრივ, ყოველგვარი დანამატის გარეშე აყენებს ღვინოებს.

მარანს სახელი ზურას დიდი ბაბუის, ნიკალა მღვდლიაშვილის პატივსაცემად ეწოდა. სწორედ მან დააარსა ეს მარანი 1928 წელს და საფუძველი ჩაუყარა ოჯახის მეღვინეობის ტრადიციას, რომელიც უკვე ოთხ თაობას ითვლის. დღეს ზურა აგრძელებს ამ მემკვიდრეობას და ერთგულია ავთენტური, მინიმალური ჩარევის პრინციპებზე დაფუძნებული მეღვინეობის.

იაგო ბიტარიშვილიმეღვინე, საქართველო

იაგო ბიტარიშვილი მეღვინეა ქართლის რეგიონის სოფელი ჩარდახიდან. ის ღვინოს ძირითადად ადგილობრივი ჩინურის ჯიშისგან აყენებს. იაგო საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სერტიფიცირებული ორგანული ღვინის წარმოება დაიწყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკოლოგიური მევენახეობისა და მინიმალური ჩარევის მეღვინეობის განვითარების პოპულარიზაციაში.

თანამოაზრე მეღვინესთან, სოლიკო ცაიშვილთან ერთად, იაგო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანა. დღეს მისი ღვინოები მსოფლიოს 11 ქვეყანაში იყიდება, რაც მისი მრავალწლიანი საქმიანობისა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია.

იაგო ბიტარიშვილი