Amber Georgia-ს მედიის რეგისტრაცია განკუთვნილია მედიის პროფესიონალებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ციფრული პლატფორმებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გამოფენის გაშუქებით და Amber Georgia-ს უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობით.
მედია რეგისტრაცია იყოფა ორ კატეგორიად:
მედია პარტნიორები
მედია სტუმრები
მედია პარტნიორები:
მედია პარტნიორის რეგისტრაცია განკუთვნილია მედიასაშუალებებისთვის, ჟურნალისტებისთვის, რედაქტორებისთვის, ავტორებისთვის, პოდკასტერებისთვის, ვიდეოკონტენტის შემქმნელებისთვის, ფოტოგრაფებისა და ციფრული პლატფორმებისთვის, რომლებიც მზად არიან Amber Georgia-ს მხარდაჭერა გაუწიონ გამოფენამდე პერიოდში სარეკლამო და საინფორმაციო გაშუქების საშუალებით..
მედია პარტნიორებს Amber Georgia-ს პოპულარიზაციაში შეუძლიათ წვლილი შეიტანონ შემდეგი ტიპის მასალის გამოქვეყნებით ან მომზადებით:
ღონისძიების ანონსები
სტატიები ან სარედაქციო მასალები
ინტერვიუები
ვიდეო სიუჟეტები
პოდკასტის ეპიზოდები
სოციალური ქსელების გაშუქება
საინფორმაციო ბიულეტენებში (Newsletter) მოხსენიება
სხვა მედია კონტენტი, რომელიც ხელს უწყობს ფესტივალის პოპულარიზაციას
ორგანიზატორების მიერ შერჩეული მედია პარტნიორები წარმოდგენილნი იქნებიან როგორც Amber Georgia-ს ოფიციალური მედია პარტნიორები. მათი ლოგო შესაძლოა განთავსდეს Amber Georgia-ს ვებგვერდზე, პარტნიორების სექციაში, საკომუნიკაციო მასალებსა და Amber Georgia-ს სოციალურ მედია პლატფორმებზე.
Amber Georgia ასევე მიესალმება თანამშრომლობას სოციალურ მედია გვერდებს შორის, მათ შორის გაზიარებულ პოსტებს, მონიშნულ კონტენტს, ინტერვიუებს, რილსებს, სთორებსა და სხვა ციფრულ ფორმატებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოფენის პოპულარიზაციას და შესაბამისი აუდიტორიისთვის მის გაცნობას.
მედია პარტნიორის სტატუსი განკუთვნილია იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ აქტიური წვლილი შეიტანონ Amber Georgia-ს ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდაში ღონისძიებამდე პერიოდში.
მედია სტუმრები:
მედია სტუმრის რეგისტრაცია განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ დაესწრონ გამოფენას, პირადად გაეცნონ ღონისძიებას და მისი დასრულების შემდეგ მოამზადონ და გამოაქვეყნონ მასალები Amber Georgia-ს შესახებ.
ორგანიზატორების მიერ სერჩეულ მედია სტუმრებს შესაძლოა მიენიჭოთ ღონისძიებაზე უფასო დასწრების შესაძლებლობა, რათა ღონისძიების დასრულების შემდეგ მოამზადონ და გამოაქვეყნონ მასალები, როგორიცაა:
სტატიები
მიმოხილვები
ინტერვიუები
ფოტორეპორტაჟები
ვიდეო კონტენტი
პოდკასტები
სოციალური ქსელების სთორები ან პოსტები
სხვა სახის მედია კონტენტი, დაკავშირებული Amber Georgia-სთან
მედიისთვის უფასო დასწრება გაიცემა მხოლოდ განაცხადის დამტკიცებისა და ხელმისაწვდომი ადგილების არსებობის შემთხვევაში.
მედია რეგისტრაცია ღიაა:
ჟურნალისტებისთვის
რედაქტორებისთვის
მწერლებისთვის
ფოტოგრაფებისთვის
ვიდეოგრაფებისთვის
პოდკასტერებისთვის
ბლოგერებისთვის
ციფრული კონტენტის შემქმნელებისთვის
ღვინის, გასტრონომიის, კულტურის, მოგზაურობისა და ცხოვრების სტილის მედია პლატფორმებისთვის
ტელევიზიის, რადიოს, ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისთვის
განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მედიაპლატფორმა, გამოცემა, აუდიტორია ან პროფესიული გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია ღვინის, გასტრონომიის, კულტურის, ტურიზმის, ცხოვრების სტილის ან ღონისძიებების სფეროსთან.
დამტკიცების პროცესი
მედიის ყველა განაცხადი ექვემდებარება Amber Georgia-ს მიერ განხილვასა და დამტკიცებას.
დამტკიცებული განმცხადებლები მიიღებენ დადასტურებას, ასევე ინფორმაციას ღონისძიებაზე დასწრების პირობებსა და მედიისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელო მითითებებზე.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
მედიის რეგისტრაცია ავტომატურად არ იძლევა ღონისძიებაზე დასწრების ან მედია პარტნიორის სტატუსის მიღების გარანტიას. Amber Georgia იტოვებს უფლებას, განაცხადები შეაფასოს და დაამტკიცოს მათი შესაბამისობის, აუდიტორიის, პროფესიული გამოცდილებისა და განმცხადებლის მიერ გამოფენის პოპულარიზაციასა თუ გაშუქებაში დაგეგმილი წვლილის საფუძველზე.