ნიკალას მარანი

ნიკალას მარანი

ზურა მგვდლიაშვილი ნიკალას მარნის მფლობელი და მეღვინეა. კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარე ტრადიციულ საოჯახო მარანში იგი მეღვინეობის ოთხთაობიან ტრადიციას აგრძელებს და ავთენტური, მინიმალური ჩარევით შექმნილი ღვინოების წარმოებას ეძღვნება.

 

 

იაგოს მეღვინეობა

იაგოს მეღვინეობა

იაგო ბიტარიშვილი საქართველოში ბუნებრივი მეღვინეობის ერთ-ერთი პიონერია. ჩარდახში ის ჩინურისგან ავთენტურ ღვინოებს აწარმოებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორგანული მევენახეობის განვითარებასა და ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციაში.

ნიაბის მარანი

ნიაბის მარანი

ნიაბის მარანი ორგანული მეურნეობის მსოფლმხედველობის მქონე ორი ახალგაზრდა მევენახის წამოწყებაა. მას საფუძველი 2017 წლიდან ჩაეყარა. მთავარი იდეა ვენახში ჯანსაღი გარემოს  ხელშეწყობა და უნიკალური ადგილმდებარეობის წყალობით ცოცხალი და ენერგიული ღვინის მიღებაა. მარანი შიდა ქართლში, სოფელ თელიანში მდებარეობს. 

კონდოლი ვაინერი

კონდოლი ვაინერი

კონდოლი ვაინერიმ მევენახეობა და მეღვინეობა 2019 წელს დაიწყო. კომპანია ღვინოს მხოლოდ საკუთარი, სერტიფიცირებული ორგანული ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან აწარმოებს. ვენახები მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში, წინანდლის მიკროზონაში, რომელიც ისტორიულად ცნობილია მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავლით.

მეღვინეობა მახარებელი

მეღვინეობა მახარებელი

მეღვინეობა მახარებელი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში და აწარმოებს კახურ ტრადიციულ ქვევრის ღვინოს

ჩვენი ღვინო

ჩვენი ღვინო

2003 წელს დაარსებული "ჩვენი ღვინო" მდებარეობს სოფელ ბაკურციხეში. მარანი კარდანახისა და ბაკურციხის მიკროზონებში მხოლოდ ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშებს აშენებს.

შერმა - საოჯახო მეღვინეობა

შერმა - საოჯახო მეღვინეობა

შერმა - საოჯახო მეღვინეობაში ღვინის წარმოების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა ოჯახმა ამ ტრადიციის კომერციულ საქმიანობად გადაქცევა მხოლოდ 2020 წელს გადაწყვიტა. მარანი მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ მეჯვრისხევში.

მარანი მილორაული

მარანი მილორაული

„მარანი მილორაული“ თელავში მეღვინეობის ისტორიას 1930 წლიდან ითვლის, რომელიც 2015 წელს ახალი ხედვით გავაცოცხლეთ. ჩვენს ბიო-სერტიფიცირებულ 7,5 ჰა ვენახებში 9 სხვადასხვა ვაზის ჯიშია გაშენებული. ქვევრის ტრადიციული მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, ყოველწლიურად დაახლოებით 7 000 ბოთლ ბუნებრივ ღვინოს ვაწარმოებთ.

ანდრიას ღვინო

ანდრიას ღვინო

ანდრიას ღვინო არის საოჯახო მარანი, რომელიც 1984 წელს დაარსდა და უკვე სამი თაობის მეღვინეობის ტრადიციას აგრძელებს. ორგანულად მოვლილი ქართული ვენახებიდან ვქმნით გამორჩეულ ქვევრის ღვინოებს ტრადიციული მეთოდებით, ბუნებრივი ადგილობრივი საფუარის გამოყენებით და მინიმალური ჩარევით — დანამატების, ფილტრაციისა და დამატებული სულფიტების გარეშე.
გონჯების ღვინო

გონჯების ღვინო

ქვემო ხოდაშენში მეღვინედ ქცეული ორნითოლოგის მიერ დაწყებულ საქმეს მოგვიანებით მეგობრები შეუერთდნენ და მეღვინეობა გააფართოვეს. ასე დაიბადა ახალი ბრენდი — გონჯების ღვინო — მეგობრობის, საქმისადმი სიყვარულისა და სიხარულის ნაყოფი.

იას მეღვინეობა

იას მეღვინეობა

წლების წინ, კახეთში, გურჯაანში, თავისი ოჯახის ძველ სოფლის სახლში, ია იმერლიშვილმა მიწის ქვეშ საუკუნოვანი ქვევრები აღმოაჩინა — ჩუმი ჭურჭელი, რომელიც წარსული თაობების მოგონებებს ინახავდა. სწორედ ამ აღმოჩენამ დაუდო სათავე იას მარნის შექმნას.

ლომთაძეების მარანი

ლომთაძეების მარანი

ლომთაძეებიუ მარანი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა, მდებარეობს ველისციხეში, გურჯაანში. აქ დღემდე შემონახულია 1900–1905 წლებით დათარიღებული 24 ქვევრი. საუკუნეზე მეტია ოჯახი ტრადიციული კახური მეთოდით აგრძელებს ღვინის დაყენებას. 

გაბრიელის ღვინო

გაბრიელის ღვინო

გაბრიელის ღვინო დაარსდა 2016 წელს, მამა გაბრიელ ხომასურიძის მიერ, მის მშობლიურ სახლში სოფ. გამარჯვებაში, ქვემო ქართლი. მეღვინეობა აწარმოებს მცირე ტირაჟის ნატურალური ქვევრის ღვინოს და ტრადიციულ პეტნატებს, პროცესი მიმდინარეობს სრულიად ბუნებრივადყოველგვარი დანამატებისა და ფილტრაციის გარეშე.

ნადელები

ნადელები

გურამ მაისურაძემ, „ნადელების“ დამფუძნებელმა, ვაზის გაშენება 2016 წელს დაიწყო კურდღელაურში, კახეთის რეგიონში და პირველი მოსავალი ხუთი წლის შემდეგ მიიღო. დღეს მამული 3 ჰექტარ ფართობს მოიცავს და ყოველწლიურად 7 000-დან 10 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

მარანი ოდა

მარანი ოდა

„ოდა“ 2015 წელს დაარსდა ქალაქ მარტვილში (სამეგრელო), წინაპრების ოდაში, სადაც ოჯახი 2016 წელს თბილისიდან გადასახლდა. მარანი აწარმოებს ბუნებრივ, ქვევრის ღვინოებს დასავლეთ საქართველოს ვაზის იშვიათი ჯიშებისგან. ღვინოებს აქ ადგილობრივი თემის ქალები ქმნიან, ღვინის მწერლის, ქეთო ნინიძის ხელმძღვანელობით.

მარტვილის მარანი

მარტვილის მარანი

2012 წელს სამეგრელოს რეგიონში, სოფელ თარგამეულში დაარსებული მარტვილის მარანი 3 ჰექტარ ვენახში გაშენებული ქართული ვაზის შვიდი ჯიშისგან, მათ შორის ოჯალეშისა და ცოლიკოურისგან, ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. მარანი წლიურად დაახლოებით 14,000 ბოთლ ღვინოს ასხამს და 16 ქვეყანაში ექსპორტზე გააქვს.

ბაწაშვილის მარანი

ბაწაშვილის მარანი

„ბაწაშვილის მარანი“ ილია ბაწაშვილისა და ზაზა გიორგაძის მიერ შექმნილი საოჯახო მარანია. კახეთში, ბაკურციხის ვენახებიდან მიღებული რქაწითელისა და საფერავისგან ისინი ქვევრის ბუნებრივ ღვინოებსა და პეტ-ნატს ქმნიან. 2024 წლიდან მარანი საქართველოს ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრია.

იორა-მარანი და დისტილერია

იორა-მარანი და დისტილერია

ბიომეღვინეობა იორა 2014 წელს დაარსდა კახეთში, საგარეჯოსთან. აქ სერტიფიცირებულ, ორგანულ ვენახში მოყვანილი ყურძნისგან ღვინოები მრავალსაუკუნოვანი კახური მეთოდით მზადდება და ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ბუნებრიობასა და ხარისხს აერთიანებს.

თილისმა

თილისმა

ამ მარანში მეღვინეობის ისტორია 2012 წელს დაიწყო, როდესაც ქეთევან ალოლაშვილმა და კრისტიან ჰუბერმა ველისციხეში ვენახების გაშენება გადაწყვიტეს. დღეს 12-ჰექტარ მამულში ღვინო ტრადიციულ ქვევრებში მზადდება, ოჯახური მემკვიდრეობისა და ქართული მეღვინეობის ტრადიციების საფუძველზე.

ორი მარანი

ორი მარანი

2017 წელს დაარსებული ორი მარანი მცირე არტიზანული მეღვინეობაა შიდა ქართლში, სოფელ იგოეთში. მეღვინეობა ქართულ ტრადიციებს, ქვევრის კულტურასა და ხელნაკეთი ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას აერთიანებს

ბაადურის მეღვინეობა 1933

ბაადურის მეღვინეობა 1933

ბაადურ 1933 საოჯახო მეღვინეობაა ზემო იმერეთში, საჩხერეში, რომელიც ღვინის დაყენების თითქმის საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს. ადგილობრივი ვაზის ჯიშებისგან შექმნილი ღვინოები გამოირჩევა სიხალისით, დახვეწილი სტრუქტურითა და უნიკალური ხასიათით.

მირიანის მარანი

მირიანის მარანი

მირიანის მარანი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში მდებარე საოჯახო მარანია, რომელიც 2016 წელს დაარსა მირიან იოსებაშვილმა. იგი საკუთარ ვენახში მოყვანილი ცოლიკოურის, კრახუნას, კუნძას, ძელშავისა და ოცხანური საფერესგან ღვინოს ტრადიციული მეთოდით აყენებს.

ფერისათი

ფერისათი

ფერისათი ნემსაძის საოჯახო მარანია იმერეთში, რომელიც ქართული ღვინის მემკვიდრეობას თანამედროვე ევროპულ ესთეტიკასთან აერთიანებს. ჩვენი უნიკალური იმერული საფერავი, ციცქა და ცოლიკოური ქვევრში შექმნილი ბუნებრივი ღვინოებია, რომლებიც საქართველოს მრავალფეროვან ტერუარს გამორჩეულად წარმოაჩენს.

ნიკოლაძეების მარანი

ნიკოლაძეების მარანი

2007 წელს, ნახშირღელეში, რამაზ ნიკოლაძემ თავისი დიდი ბაბუის ვენახის ადგილზე პატარა მარანი დააარსა. აქ ციცქასა და ცოლიკოურისგან ბუნებრივ ღვინოს ამზადებენ. ტრადიციული ქვევრის მეთოდი და ხელით მოვლილი ვენახი იმერული ღვინის ავთენტურ ხასიათს ინარჩუნებს.

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო

სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო

2007 წელს ნუგზარმა და მამუკამ დააარსეს „სიმონიკა“ საოჯახო მეღვინეობა, რომელიც მდებარეობს იმერეთში, II ობჩაში და მათი მამის სახელს ატარებს. მეღვინე ნინი ჩხეიძე აგრძელებს მეღვინეობის სამთაობიან ტრადიციას და აწარმოებს ნატურალურ ქვევრის ღვინოებს იმერეთსა და სამეგრელოში მდებარე საკუთარ ვენახებიდან.

მეღვინეობა ნაფერები

მეღვინეობა ნაფერები

მეღვინეობა ნაფერები მდებარეობს კინძმარაულის მიკროზონაში, ნეკრესის მონასტრის სიახლოვეს, საკუთარ ვენახებში. მეღვინეობა აერთიანებს ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე მიდგომებს, ქმნის გამორჩეული ხასიათის ღვინოებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ბუნებრიობასა და ავთენტურობას.

თენგო დვალიშვილის მეღვინეობა

თენგო დვალიშვილის მეღვინეობა

თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა მდებარეობს შიდა ქართლში, სოფელ ხიდისთავში. მარანი აწარმოებს ბუნებრივ ღვინოს ქართლის ენდემური ჯიშებიდან, როგორც ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით. ვენახს და მარანს უძღვება თენგიზ დვალიშვილი, რომელიც მეექვსე თაობის წარმომადგენელია დვალიშვილების ოჯახიდან.  

ფაფრის ველი

ფაფრის ველი

ოჯახური მეურნეობაა, რომელიც ნუკრი ქურდაძემ 2002 წელს დააარსა და კახეთში, სოფელ ახაშენში, ფაფრის მინდვრებზე მდებარეობს. 2018 წლიდან მარანი სერტიფიცირებულ ორგანულ ღვინოსა და ჭაჭას აწარმოებს. ჩვენი მისიაა ქართული ქვევრისა და თანამედროვე მეღვინეობის საუკეთესო სინთეზის პოვნა და ყველაზე მნიშვნელოვანის — ქვევრის ღვინის არსის — შენარჩუნება.

მარანი ხაჟალია

მარანი ხაჟალია

მარანი „ხაჟალია“, საოჯახო მეღვინეობა, იმერეთში, სოფელ გეგუთში მდებარეობს. ის 2022 წელს დაარსდა. მარანი ტრადიციული მეთოდით, ქვევრში, აწარმოებს ბუნებრივ ღვინოებს კახური და იმერული ჯიშებისგან. წლიური წარმოება 3,500 ბოთლს შეადგენს, რაც ხარისხის კონტროლსა და ავთენტურობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

მარანი ენკენი

მარანი ენკენი

„ენკენი“- ლაშა გურულის საოჯახო მეღვინეობა, იმერეთში, ახალთერჯოლაში მდებარეობს. მარნის სახელწოდება რთველთან დაკავშირებული დღესასწაულიდან მომდიანრეობს. 2015 წლიდან მარანი იმერულ ტრადიციებს აგრძელებს და ღვინოს 200 წლის ქვევრებში, ადგილობრივი ჯიშებისგან, ბუნებრივი მეღვინეობის პრინციპებით აწარმოებს.

 

 

ჯუსოს მეღვინეობა

ჯუსოს მეღვინეობა

ჯუსო არის საოჯახო მარანი კახეთში, რომელიც 2017 წლიდან ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. მრავალთაობიანი ტრადიციის აღდგენით, მარანი პატივს მიაგებს ოჯახის წინაპარს, ჯუსოს. მარანი ფლობს 60 წლის საკუთარ ვენახს და ღვინოს რამდენიმე ყურძნის ჯიშისგან აყენებს. 

Good Wine

Good Wine

გუდ ვაინ საოჯახო მარანია ზესტაფონის სოფელ ჭალატყეში, მრავალწლიანი მევენახეობა-მეღვინეობის გამოცდილებით. მარანი წელიწადში დაახლოებით 8,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, მათ შორის ციცქას, ციცქა-ცოლიკოურს, ოცხანურის საფერესა და პეტ-ნატს. ახალი ქვევრები და თანამედროვე აღჭურვილობა წარმოების გაფართოების საშუალებას იძლევა.

ექიმის ბიო-მარანი

ექიმის ბიო-მარანი

კახეთში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე ექიმის ბიო-მარანი აწარმოებს ქვევრის ბუნებრივ, ბიო ღვინოებს ახაშენის მიკროზონიდან. ოჯახური მარანი ტრადიციული მეთოდებით, ფილტრაციისა და ხელოვნური დანამატების გარეშე ქმნის ავთენტურ საფერავს, რქაწითელსა და ხიხვს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ საერთაშორისო ჯილდოები.

ტარიელ ლომთაძის მარანი

ტარიელ ლომთაძის მარანი

ტარიელ ლომთაძის მარანი რაჭაში, ხვანჭკარაში მდებარეობს. მარანი აერთიანებს მრავალწლიან ოჯახურ ტრადიციებს, ადგილობრივ ვაზის ჯიშებსა და ქვევრის მეღვინეობას. აქ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ უნიკალური რაჭული ღვინოები და გაეცნონ რეგიონის მდიდარ მეღვინეობის კულტურას.

თეძამის მარანი

თეძამის მარანი

თეძამის მარანი არის პატარა საოჯახო მარანი, რომელიც მდებარეობს შიდა ქართლის სოფელ გარიყულაში. 2017 წლიდან ჩვენს 300 წლის ისტორიის მქონე მარანში ვამზადებთ ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს, ძირითადად, ქართლის ენდემური ვაზის ჯიშებისგან და ვინარჩუნებთ ადგილობრივ ტრადიციებსა და ქართული მეღვინეობის უნიკალურ მემკვიდრეობას.

ვალიკოს ღვინო

ვალიკოს ღვინო

„ვალიკოს ღვინო“ ოჯახური მემკვიდრეობაა, რომელიც 1970-იან წლებში, სიღნაღის სოფელ ილიაწმინდაში, პაპის პატარა ვენახითა და დაუღალავი შრომით დაიწყო. მისმა ენთუზიაზმმა გვასწავლა, რომ ღვინო უნდა იყოს ცოცხალი და ბუნებრივი, როგორც თავად ცხოვრება — გვასწავლა ბუნებრივი ღვინის სიყვარული და დაყენების ოსტატობა.

არჩილ გუნიავას მარანი

არჩილ გუნიავას მარანი

არჩილ გუნიავას მარანი მცირე საოჯახო მარანია სოფელ კვალითში, იმერეთში. 2 ჰექტარ ვენახში ოჯახი ადგილობრივი ვაზის ჯიშებიდან შვიდი სახეობის ბუნებრივ იმერულ ღვინოს აწარმოებს. ვენახის მოვლა ხელით, ხოლო ღვინის დაყენება ქვევრში, ბუნებრივი საფუვრითა და ხანგრძლივი ჭაჭაზე დაყოვნებით ხდება, რაც იმერულ ტერუარს გამოხატავს.

მენაბდე

მენაბდე

მენაბდე ილო მენაბდეს ოჯახის ბუნებრივი მეღვინეობაა, რომლის ვენახი და მარანი რაჭაში, სოფელ სადმელში მდებარეობს. ჩვენი მიზანია ბუნებრივი ღვინის წარმოება და რაჭული ყურძნის იშვიათი ჯიშების პოპულარიზაცია, მათ შორის რცხილის, შავი კაბისტონის, წულუკიძის თეთრასა და რაჭული მწვანეს.

ვინომე

ვინომე

ვინომე კისისხევის პატარა, კრაფტ მეღვინეობაა, რომელიც და-ძმამ, თამუკამ და მერაბ არავიაშვილებმა დააარსეს. მათი ღვინოები პაპის დანატოვარი 60 წლის ვენახიდან იწყება — ქართული ტრადიციით, თავისუფლებით, ექსპერიმენტითა და თამამი თვითგამოხატვით.

ანგურა

ანგურა

ანგურა 2020 წელს ძმებმა, გიორგი და ირაკლი ჭიჭინაძეებმა ასურეთში დააარსეს. მარანი ხარისხიან ყურძენსა და მინიმალურ ჩარევაზეა ორიენტირებული, რაც ბუნებას საშუალებას აძლევს, თავისი როლი შეასრულოს ღვინის დაყენების პროცესში. მათი ბუნებრივი ღვინოები გაუფილტრავი, დაუმუშავებელი და დანამატების გარეშეა და ყურძნისა და მისი წარმოშობის ადგილის ხასიათს გამოხატავს.

ვარიანის მარანი

ვარიანის მარანი

ვარიანის მარანი საოჯახო მარანია, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ ვარიანში მდებარეობს. ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 690 მეტრზე გაშენებულ საკუთარ ვენახებში, მინიმალური ჩარევით ბუნებრივ ღვინოებს ვაყენებთ, რომლებიც ქართლის ენდემური ვაზის ჯიშების უნიკალურ ხასიათს ავთენტურად გამოხატავს.

მეღვინეობა ართანა

მეღვინეობა ართანა

მეღვინეობა ართანა 2014 წელს დაარსდა მარტივი იდეით — ოჯახური მეღვინეობის ტრადიციების გაცოცხლებით და მათი ბუნებრივი და გულწრფელი გზით გაგრძელებით. მარანი ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს აწარმოებს და თაობიდან თაობას გადმოცემულ ტრადიციებს მიჰყვება. ოჯახისთვის მეღვინეობა ართანა მხოლოდ მეღვინეობა არ არის — ეს მათი ფესვების, მოგონებებისა და ტრადიციების შენარჩუნების გზაა.

გიორგაძეების მარანი ბედიანი

გიორგაძეების მარანი ბედიანი

2017 წელს, იმერეთში, სოფელ ძევრში დაარსებული „ბედიანი“ საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან ბუნებრივ ღვინოებს აწარმოებს. კირქვიან ნიადაგზე გაშენებული ვენახებიდან მიღებული ციცქა, ცოლიკოური და ძელშავი ბუნებრივად დუღდება ჭურჭელში და 11 თვემდე ძველდება, შემდეგ კი გაუფილტრავად, სინთეზური დანამატებისა და გოგირდის გარეშე ჩამოისხმება.

მათიაშვილის მარანი

მათიაშვილის მარანი

მათიაშვილის მარანი კახეთში მდებარე ბიო-ორგანული მეღვინეობაა, რომელიც ორგანულად მოყვანილი ყურძნისგან ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. ღვინოები კახური ტრადიციული მეთოდით, ფილტრაციისა და ქიმიური დანამატების გარეშე მზადდება. მარანი რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიო-ღვინის გამოფენებში.

ახმეტის ღვინის სახლი და კაია

ახმეტის ღვინის სახლი და კაია

ახმეტის ღვინის სახლის და კაიას ვენახები კახეთში, ტიბაანსა და ახმეტის შემოგარენშია გაშლილი. ჩვენივე ვენახებიდან ვაწარმოებთ ქისის, ხიხვის, ვარდისფერი რქაწითელის, საფერავის, მწვანესა და რქაწითელის ღვინოებს.

ღვინოს როგორც ქვევრში, ტრადიციული კახური წესით, ისე თანამედროვე მიდგომებით ვაყენებთ.

კოლაგის

კოლაგის

1887 წელს დაარსებული კოლაგისი კახეთში მდებარე მეხუთე თაობის საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც ხელით მოვლილი ორგანული ვენახებიდან ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს აყენებს. ყოველწლიურად ჯეირანაშვილების ოჯახი 5,000-მდე ბოთლს აწარმოებს — ქარვისფერ, წითელ და პეტ-ნატ ღვინოებს, რომლებიც მინიმალური ჩარევით, ზრუნვითა და ტრადიციის პატივისცემით მზადდება.

ჭორტაულის ვენახები

ჭორტაულის ვენახები

ჭორტაულის ვენახები არის ღვინის ჟურნალისტისა და მწერლის, ალეკო ცქიტიშვილის საოჯახო მეღვინეობა. ვენახები და მარანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ზვარ ჭორტაულში მდებარეობს. ალეკო ცქიტიშვილის მიზანია კახეთის აბორიგენული ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია. ღვინოებს აყენებს რამდენიმე ვაზის ჯიშის ყურძნისგან — რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი ბუდეშურისებრი, ხიხვი, ქისი და სხვა.

მანავი ვაინს

მანავი ვაინს

მანავი ვაინსი საოჯახო მარანია კახეთში, სოფელ მანავში, ცნობილი მანავის მიკროზონაში. 6 ჰექტარ ვენახში მოჰყავთ კახური მწვანე, რქაწითელი და საფერავი. მარანი ხარისხზეა ორიენტირებული, ყურძენს ხელით კრეფს და ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს, საფუარისა და დანამატების გარეშე აწარმოებს — როგორც მსუბუქ, ხალისიან თეთრებს, ისე კომპლექსურ ქარვისფერ, ჭაჭაზე დაყენებულ ღვინოებს.

მეღვინეობა ღვინაძე

მეღვინეობა ღვინაძე

ღვინაძე მცირე საოჯახო მეღვინეობაა კახეთში, სოფელ შილდაში, რომელიც ორგანულად მოვლილი ვენახებიდან ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. მარანში ქართული ვაზის ჯიშებისგან, მათ შორის საფერავისა და ცოლიკოურისგან, ტრადიციული მეთოდებითა და მინიმალური ჩარევით იქნმება გაუფილტრავი ღვინო. 

 

იბერიელი

იბერიელი

2010 წელს ზურაბ თოფურიძის მიერ დაარსებული საოჯახო მარანი „იბერიელი“ კახეთსა და გურიაში ორგანულად მოყვანილი ადგილობრივი ჯიშებისგან ბუნებრივ ღვინოებს ქვევრში აყენებს. სპონტანური დუღილი, ჭაჭასთან გააზრებული კონტაქტი და გოგირდის მინიმალური გამოყენება ჯიშის, მოსავლისა და ტერუარის ხასიათს წარმოაჩენს.

ბაკურციხელი

ბაკურციხელი

„ბაკურციხელი“ საოჯახო მარანია კახეთში, ბაკურციხეში, სადაც ბერიძეების ოჯახის მეღვინეობის ტრადიცია საუკუნეზე მეტია გრძელდება. ივანე ბერიძემ, ოჯახის მეღვინეობის ტრადიციის მესამე თაობის წარმომადგენელმა, მარანი 2013 წელს დააარსა და წინაპრებისგან მიღებული მრავალწლიანი მეღვინეობის პრაქტიკა აღადგინა. ოჯახურ ვენახებში ორგანულად მოყვანილ ყურძენს ხელით კრეფენ და მისგან მცირე რაოდენობით ბუნებრივ ღვინოებს აყენებენ.

მეღვინეობა რერო

მეღვინეობა რერო

რერო არის მცირე საოჯახო მარანი, რომელიც იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში მდებარეობს.
მარანი 2021 წელს ძმებმა, გიორგი და ირაკლი სირაძეებმა, დააარსეს. ისინი ბუნებრივ ღვინოებს ქვევრში აყენებენ, მარნის ირგვლივ გაშენებული იმერული ვაზის სხვადასხვა ჯიშისგან.

ტანინი

ტანინი

ტანინი, რომლის სახელწოდებაც ღვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს უკავშირდება, ემზარ ვასაძის ქართული ღვინის სიყვარულითა და კიკეთში, ზღვის დონიდან 1,200 მეტრზე, დაარსებული მცირე მარნიდან დაიწყო. წლების შემდეგ მამის დაწყებული საქმე მისმა ვაჟმა გააგრძელა და დღეს ტანინი ბუნებრივ მეღვინეობას, ქართულ ტრადიციასა და კიკეთის უნიკალურ ხასიათს აერთიანებს.

მეღვინეობა მალატი

მეღვინეობა მალატი

მალატი, რაც სვანურად „გულს“ ნიშნავს, თამარ გერლიანის მშობლიურ სვანეთთან ღრმა კავშირს გამოხატავს. მისი ვენახები და მარანი კახეთში, სოფელ საბუეში მდებარეობს, აქ ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისგან ბუნებრივ ღვინოებს ამზადებს, სახელწოდებით კი სვანურ კულტურასა და ენას ეხმიანება.

ჭონას მარანი

ჭონას მარანი

ჭონას საოჯახო მარანი თელავში, კახეთში მდებარეობს, აქ თაობიდან თაობას გადმოცემული მეღვინეობის ტრადიცია ბუნებრივ ქვევრის ღვინოებში გრძელდება. მისი ბიოორგანულად მოვლილი ვენახები წინანდალსა და მუკუზანშია გაშენებული, სადაც კახური მწვანე, რქაწითელი, ქისი და საფერავი მოჰყავთ. მეღვინეობის თითოეულ ეტაპს თავად ოჯახი უძღვება.

ილტოს ველი

ილტოს ველი

ილტოს ველი ბუნებრივი ღვინის მარანია, რომელსაც მეღვინე-მევენახე ბექა მარტიაშვილი ხელმძღვანელობს. მარანი და ვენახები კახეთში, ახმეტაში, მდინარე ილტოს მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ბექა აგრძელებს წინაპრების მეღვინეობის ტრადიციას და რქაწითელის, ხიხვისა და საფერავისგან განსხვავებული ხასიათის ღვინოებს ქმნის.

დების ღვინო

დების ღვინო

2017 წელს დების, თამთასა და ანუკი აივაზიშვილების მიერ დაარსებული „დების ღვინო“ საოჯახო მარანია კარდენახში, კახეთში. საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნით ისინი ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს აყენებენ, მათ შორის საფერავს, რქაწითელს, ქისს, ხიხვსა და კახურ მწვანეს. მათი ღვინოები საერთაშორისო აღიარებასა და ჯილდოებსაც იღებს.

სოფრომაძის მარანი

სოფრომაძის მარანი

მე ვარ ლაშა სოფრომაძე, სოფრომაძის საოჯახო მარნიდან. ჩვენი მარანი იმერეთში, ბაღდათში მდებარეობს და 1908 წლიდან იღებს სათავეს. ცხრა ქართული, ადგილობრივი ვაზის ჯიშისგან ბუნებისადმი ღრმა პატივისცემით ვქმნით მსუბუქ და ცოცხალ ღვინოებს. ჩვენთვის ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის — ეს ცხოვრების წესია და ბუნებისგან სწავლის დაუსრულებელი მოგზაურობა.

დასაბამი

დასაბამი

ქვემო ქართლში ზაზა დარსაველიძე ერთ ჰექტრამდე ორგანულ ვენახებს ფლობს და ოჯახთან ერთად უვლის. „დასაბამი“ წელიწადში მხოლოდ 3 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს ქართული ადგილობრივი ჯიშებისგან, რომლებიც ბუნებრივად, ქვევრში, მათ შორის ოჯახიდან მემკვიდრეობით მიღებულ, საუკუნოვან ქვევრში, ღვინდება. მათი ღვინოები ქართული მეღვინეობის თაობებიდან მომდინარე ტრადიციას აგრძელებს.

ზურაბ კვირიაშვილის ვენახები

ზურაბ კვირიაშვილის ვენახები

„ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ შეიქმნა 2002 წელს და აწარმოებს ბუნებრივი მეთოდით დაყენებულ ქვევრის ღვინოს რქაწითელის, საფერავის, ქისის, ხიხვის და მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან. მარანი მდებარეობს ქალაქ თელავში და მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს ღვინით, რომლის დაყენების ტრადიციაც თაობებიდან თაობებს გადმოეცემა.

ველინო

ველინო

ველინო არის მცირე ზომის ორგანული საოჯახო მეღვინეობა, რომელიც 2015 წელს კახეთში, საქართველოს უდიდეს მევენახეობის რეგიონში, დაარსდა. ოჯახური მეღვინეობის ტრადიციებზე დაყრდნობით, ველინო ბუნებრივ და მაღალი ხარისხის ღვინოებს ტრადიციული ქვევრის მეთოდითა და ხანგრძლივი ჭაჭაზე დაყოვნებით აწარმოებს. დღეს მისი ღვინოები მსოფლიოს 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ბაიას ღვინო

ბაიას ღვინო

ბაიას ღვინო მცირე ზომის ორგანული საოჯახო მეღვინეობაა, რომელიც იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში მდებარეობს. მეღვინეობას და-ძმა მეღვინეები — ბაია, გვანცა და გიორგი აბულაძეები — უძღვებიან. 2015 წელს დაარსებული მარანი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და ადგილობრივი იმერული ვაზის ჯიშებისგან ღვინოს ტრადიციული მეთოდებით აწარმოებს.

მეღვინეობა ქეი ჰოუმ

მეღვინეობა ქეი ჰოუმ

ჩვენი პატარა მარანი მდებარეობს სოფელ მუკუზანში, რომელიც ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ აღიარებულ კერას წარმოადგენს. ღვინის დამზადებისას ვიყენებთ უძველეს, ტრადიციულ მეთოდებს - დაძველებას, დუღილს, შენახვას და დავარგებას. ჩვენი ღვინო ვარგდება ქვევრში. ამის წყალობით, მას აქვს არა მხოლოდ დახვეწილი, შეუდარებელი და არაჩვეულებრივი გემო, არამედ აქვს მთელი რიგი სასარგებლო თვისებები, რადგან ის სრულიად ბუნებრივია და არ შეიცავს კონსერვანტებს და გოგირდს.

პატარა მარანი

პატარა მარანი

პატარა მარანი მცირე საოჯახო მარანია, რომელიც კახეთის უნიკალურ მიკროზონებში — ახოებსა და წარაფში მდებარეობს. უკვე ორი ათწლეულია, ოჯახი ქართული მეღვინეობის ტრადიციას აგრძელებს და რქაწითლისა და საფერავისგან ავთენტურ ქვევრის ღვინოებს ქმნის. ღვინო ბუნებრივად დუღდება და სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში ჭაჭასა და კლერტზე მაცერირდება. პატარა მარანი ის ადგილია, სადაც ღვინო მიწიდან იბადება და გულით იქმნება.

ტინო

ტინო

ტინო გამორჩეულ ორგანულ ღვინოებს ქმნის მუკუზანის ცნობილ მიკროზონაში. ვენახებს ბუნებისადმი ღრმა პატივისცემით ვუვლით და უძველეს ტრადიციებს ვინარჩუნებთ, რათა სუფთა და ავთენტური ღვინოები შევქმნათ. თითოეული რთველი ასახავს ჩვენს ერთგულებას მდგრადი მევენახეობისა და ტერუარის უნიკალური ხასიათის მიმართ.

ჟუკა-სანოს ღვინო

ჟუკა-სანოს ღვინო

ჟუკა-სანოს ღვინო ბედნიერი ცოლ-ქმრის სახლია, ვენახი და მარანი, მცირე წარმოება ხუთი სახეობის ღვინით და წელიწადში სულ 1,000 ბოთლით. ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როდესაც წიგნების რედაქტორმა ქალმა დედაქალაქი დატოვა, კახეთის ერთ ლამაზ სოფელში სახლი და ვენახი შეიძინა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

უნარი

უნარი

2021 წელს დაარსებული UNARI ქართული ტრადიციული მეღვინეობის მემკვიდრეობას ახალი თაობის ხედვით აგრძელებს. მარანი აერთიანებს საქართველოს სამ განსხვავებულ ტერუარს და მცირე რაოდენობით ქმნის ღვინოებს კახეთისა და ქართლის ადგილობრივი ჯიშებისგან, თითოეული ყურძნის ჯიშისა და ადგილის უნიკალური ხასიათის წარმოსაჩენად.