რეგისტრაცია ღიაა ღვინის სფეროს პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ Amber Georgia-ზე საკუთარი პორტფოლიოს წარდგენა და პოპულარიზაცია.
განაცხადის შეტანა შეუძლიათ შემდეგ კატეგორიებს:
იმპორტიორები: კომპანიები და პროფესიონალები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ ღვინის იმპორტს, დისტრიბუციასა და წარმოადგენენ ქართულ მარნებსა და მეღვინეობებს ადგილობრივ ბაზრებზე.
ღვინის ბარები და მაღაზიები: ბიზნესები, რომლებიც ეწევიან ღვინის მიწოდებას და საცალო რეალიზაციას, ასევე სურთ თავიანთი ღვინის არჩევანის წარდგენა სტუმრებისა და დარგის პროფესიონალებისთვის.
მონაწილეობის პაკეტი მოიცავს:
ერთ სრულ საგამოფენო მაგიდას (180 × 80 სმ)
ღონისძიების განმავლობაში რამდენიმე ღვინის წარდგენის შესაძლებლობას
ხილვადობას ღონისძიების ოფიციალურ გარემოში
მეღვინეობებთან, პროფესიონალებთან, მედიასა და სტუმრებთან დაკავშირების შესაძლებლობას
მონაწილეები თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარი დეგუსტაციის ორგანიზებასა და წარმართვაზე.
მარნისა და ღვინის მონაწილეობის კრიტერიუმები
მონაწილეობისთვის რეგისტრირებულ ღვინის პროფესიონალებს შეუძლიათ წარმოადგინონ რამდენიმე მეღვინეობის ღვინოები. თუმცა, ყველა მეღვინეობა, რომელიც წარმოდგენილია იმპორტიორების, დისტრიბუტორების, ღვინის ბარების ან მაღაზიების მეშვეობით, უნდა აკმაყოფილებდეს იმავე საკვალიფიკაციო კრიტერიუმებსა და მონაწილეობის სტანდარტებს, რაც სავალდებულოა მეღვინეობებისათვის და მოცემულია მეღვინეობის სარეგისტრაციო ფორმაში
ეს მოიცავს:
წლიური მაქსიმალური წარმოება 40,000 ლიტრი თითოეულ მეღვინეობაზე
ვენახის ორგანულ პრინციპებზე დაფუძნებული მოვლა-კულტივირება
ბუნებრივი მეღვინეობის პრაქტიკები კომერციული ან სელექციური საფუარების და დანამატების გარეშე
საერთო გოგირდის (SO₂) შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/ლ-ს.
წარმოდგენილი ღვინის სიაში მინიმუმ ერთი ღვინო უნდა იყოს ქარვისფერი
ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი მეღვინეობების გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი ყველა მეღვინეობა და ღვინო ექვემდებარება Amber Georgia-ს მიერ გადამოწმებას და თანხმობას მონაწილეობაზე.
განაცხადის განხილვის პროცესი:
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითეთ იმ მარნებისა და ღვინოების ჩამონათვალი, რომელთა წარდგენასაც გამოფენაზე აპირებთ
შერჩეული აპლიკანტები მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ დადასტურების წერილს, რომელშიც მოცემული იქნება მონაწილეობის დეტალები, საორგანიზაციო ინსტრუქციები და რეგისტრაციის შემდეგი ეტაპები.