divider
divider

ბერლინი 2026

Amber Georgia
Amber Georgia
Amber Georgia
Amber Georgia
Amber Georgia
Amber Georgia
Amber Georgia
Amber Georgia
Amber Georgia

მეღვინეები

საერთაშორისო ღვინის გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის ოსტატობას, ტრადიციებს და ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ მეღვინეებს, სფეროს პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს.

Good Wine

Good Wine

გუდ ვაინ საოჯახო მარანია ზესტაფონის სოფელ ჭალატყეში, მრავალწლიანი მევენახეობა-მეღვინეობის გამოცდილებით. მარანი წელიწადში დაახლოებით 8,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, მათ შორის ციცქას, ციცქა-ცოლიკოურს, ოცხანურის საფერესა და პეტ-ნატს. ახალი ქვევრები და თანამედროვე აღჭურვილობა წარმოების გაფართოების საშუალებას იძლევა.

ველინო

ველინო

ველინო არის მცირე ზომის ორგანული საოჯახო მეღვინეობა, რომელიც 2015 წელს კახეთში, საქართველოს უდიდეს მევენახეობის რეგიონში, დაარსდა. ოჯახური მეღვინეობის ტრადიციებზე დაყრდნობით, ველინო ბუნებრივ და მაღალი ხარისხის ღვინოებს ტრადიციული ქვევრის მეთოდითა და ხანგრძლივი ჭაჭაზე დაყოვნებით აწარმოებს. დღეს მისი ღვინოები მსოფლიოს 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

გაბრიელის ღვინო

გაბრიელის ღვინო

გაბრიელის ღვინო დაარსდა 2016 წელს, მამა გაბრიელ ხომასურიძის მიერ, მის მშობლიურ სახლში სოფ. გამარჯვებაში, ქვემო ქართლი. მეღვინეობა აწარმოებს მცირე ტირაჟის ნატურალური ქვევრის ღვინოს და ტრადიციულ პეტნატებს, პროცესი მიმდინარეობს სრულიად ბუნებრივადყოველგვარი დანამატებისა და ფილტრაციის გარეშე.

ტანინი

ტანინი

ტანინი, რომლის სახელწოდებაც ღვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს უკავშირდება, ემზარ ვასაძის ქართული ღვინის სიყვარულითა და კიკეთში, ზღვის დონიდან 1,200 მეტრზე, დაარსებული მცირე მარნიდან დაიწყო. წლების შემდეგ მამის დაწყებული საქმე მისმა ვაჟმა გააგრძელა და დღეს ტანინი ბუნებრივ მეღვინეობას, ქართულ ტრადიციასა და კიკეთის უნიკალურ ხასიათს აერთიანებს.

ჯუსოს მეღვინეობა

ჯუსოს მეღვინეობა

ჯუსო არის საოჯახო მარანი კახეთში, რომელიც 2017 წლიდან ბუნებრივ ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. მრავალთაობიანი ტრადიციის აღდგენით, მარანი პატივს მიაგებს ოჯახის წინაპარს, ჯუსოს. მარანი ფლობს 60 წლის საკუთარ ვენახს და ღვინოს რამდენიმე ყურძნის ჯიშისგან აყენებს. 

ორი მარანი

ორი მარანი

ორი მარანი არი არის არტიზანული ღვინის მცირე მარანი, რომელიც 2017 წელს ბასტიენ ვარსკოტემ და ნინო გვანცელაძემ შიდა ქართლის სოფელ იგოეთში დააარსეს. მარანი ძირითადად ცქრიალა ღვინოებზეა სპეციალიზებული, თუმცა სხვადასხვა სტილის ღვინოებსაც აწარმოებს. ღვინოები სპონტანური დუღილით მზადდება ძველ ფრანგული მუხის კასრებში ან ტრადიციულ ქართულ ქვევრში და გაუფილტრავი ისხმება ბოთლებში.

კონდოლი ვაინერი

კონდოლი ვაინერი

კონდოლი ვაინერიმ მევენახეობა და მეღვინეობა 2019 წელს დაიწყო. კომპანია ღვინოს მხოლოდ საკუთარი, სერტიფიცირებული ორგანული ვენახებიდან მიღებული ყურძნისგან აწარმოებს. ვენახები მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში, წინანდლის მიკროზონაში, რომელიც ისტორიულად ცნობილია მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავლით.

მარანი ენკენი

მარანი ენკენი

„ენკენი“- ლაშა გურულის საოჯახო მეღვინეობა, იმერეთში, ახალთერჯოლაში მდებარეობს. მარნის სახელწოდება რთველთან დაკავშირებული დღესასწაულიდან მომდიანრეობს. 2015 წლიდან მარანი იმერულ ტრადიციებს აგრძელებს და ღვინოს 200 წლის ქვევრებში, ადგილობრივი ჯიშებისგან, ბუნებრივი მეღვინეობის პრინციპებით აწარმოებს.

 

 

საოჯახო მეღვინეობა შერმა

საოჯახო მეღვინეობა შერმა

შერმას საოჯახო მარანში ბუნებრივ ღვინოებს ვაყენებთ ველური საფუარით, ფილტრაციის გარეშე, რაც თითოეულ ღვინოს უნიკალურ ხასიათს სძენს. ჩვენი სამხრეთ-დასავლეთისკენ მიმართულ ვენახი მდებარეობს ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში, მდინარე მეჯუდას ხეობაში, ზღვის დონიდან 820–850 მეტრზე, ძველ ალუვიურ ნიადაგებზე.

ვინომე

ვინომე

ვინომე კისისხევის პატარა, კრაფტ მეღვინეობაა, რომელიც და-ძმამ, თამუკამ და მერაბ არავიაშვილებმა დააარსეს. მათი ღვინოები პაპის დანატოვარი 60 წლის ვენახიდან იწყება — ქართული ტრადიციით, თავისუფლებით, ექსპერიმენტითა და თამამი თვითგამოხატვით.

შემოგვიერთდი Amber Georgia

საერთაშორისო ღვინის გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის ოსტატობას, ტრადიციებს და ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ მეღვინეებს, სფეროს პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს.

მეღვინეობის რეგისტრაცია

ხართ მეღვინე საქართველოდან? შემოგვიერთდით Amber Georgia-ს ღვინის ფესტივალზე

რეგისტრაცია

ღვინის პროფესიონალების რეგისტრაცია

ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალი ხართ? შემოუერთდით Amber Georgia Wine Fair-ს

რეგისტრაცია

სპონსორის რეგისტრაცია

გსურთ მხარი დაუჭიროთ Amber Georgia Wine Fair-ს? გახდით გამოფენის სპონსორი

რეგისტრაცია

ბიზნესის და მედიის რეგისტრაცია

ხართ ღვინის ბიზნესის ან მედიის წარმომადგენელი და გსურთ დაესწროთ Amber Georgia-ს? გაიარეთ რეგისტრაცია

რეგისტრაცია

რესტორნის რეგისტრაცია

თუ ხართ ბერლინში არსებული ქართული რესტორანი, შემოგვიერთდით Amber Georgia Wine Fair-ზე!

რეგისტრაცია

სპონსორები

საერთაშორისო ღვინის გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის ოსტატობას, ტრადიციებს და ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ მეღვინეებს, სფეროს პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს.

სამზარეულო და სასმელი

ბილეთი მოიცავს დეგუსტაციას 50-ზე მეტ ნატურალურ მეღვინესთან. ასევე, ადგილზე შესაძლებელი იქნება საკვებისა და ღვინის შეძენა ჩვენი პარტნიორი რესტორნებისა და ღვინის ბარებისგან.

მალე

პრესა

მალე

ჩატარებული და დაგეგმილი გამოფენები

საერთაშორისო ღვინის გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის ოსტატობას, ტრადიციებს და ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ მეღვინეებს, სფეროს პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს.

ბერლინი 2026

ბერლინი 2026

28 ნოემბერი, 2026

Magazin in der Heeresbäckerei, Helmchen Event

60+ ქართველი მეღვინე

დეტალურად
ნიუ-იორკი 2025

ნიუ-იორკი 2025

8 ნოემბერი, 2025

ნიუ-იორკი, აშშ

30+ მეღვინე

დეტალურად

დამფუძნებლები

საერთაშორისო ღვინის გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართული ღვინის ოსტატობას, ტრადიციებს და ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ მეღვინეებს, სფეროს პროფესიონალებსა და ღვინის მოყვარულებს.

ზურა მღვდლიაშვილი

ზურა მღვდლიაშვილინატურალური მეღვინე და საქართველოს ნატურალური ღვინის ასოციაციის მმართველი დამფუძნებელი

ზურა მღვდლიაშვილი „ნიკალას მარანის“ დამფუძნებელი და მეღვინეა. საოჯახო მარანი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. იგი ორგანული მეთოდებით მოვლილ ვენახებს ამუშავებს და ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისგან, ტრადიციული ქართული ქვევრის მეთოდით, ბუნებრივ, ყოველგვარი დანამატის გარეშე აყენებს ღვინოებს.

მარანს სახელი ზურას დიდი ბაბუის, ნიკალა მღვდლიაშვილის პატივსაცემად ეწოდა. სწორედ მან დააარსა ეს მარანი 1928 წელს და საფუძველი ჩაუყარა ოჯახის მეღვინეობის ტრადიციას, რომელიც უკვე ოთხ თაობას ითვლის. დღეს ზურა აგრძელებს ამ მემკვიდრეობას და ერთგულია ავთენტური, მინიმალური ჩარევის პრინციპებზე დაფუძნებული მეღვინეობის.

იაგო ბიტარიშვილიმეღვინე, საქართველო

იაგო ბიტარიშვილი მეღვინეა ქართლის რეგიონის სოფელი ჩარდახიდან. ის ღვინოს ძირითადად ადგილობრივი ჩინურის ჯიშისგან აყენებს. იაგო საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სერტიფიცირებული ორგანული ღვინის წარმოება დაიწყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკოლოგიური მევენახეობისა და მინიმალური ჩარევის მეღვინეობის განვითარების პოპულარიზაციაში.

თანამოაზრე მეღვინესთან, სოლიკო ცაიშვილთან ერთად, იაგო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანა. დღეს მისი ღვინოები მსოფლიოს 11 ქვეყანაში იყიდება, რაც მისი მრავალწლიანი საქმიანობისა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია.

იაგო ბიტარიშვილი